|
2016-11-28 11:24:14, 618 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია მოვალეობის შესრულებას შეუდგა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. გიორგი გახარია სამინისტროს თანამშრომლებს ეკონომიკის ყოფილმამინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა. „მე მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას ახალ პოსტზე. ეკონომიკის სამინისტრო დღეს არის მნიშვნელოვანი, კარგად გამართული, სწრაფი მოქმედების ინსტიტუტი, ეს არის უწყება, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და აღსრულდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას ხელში ეს ინსტიტუტი კიდევ უფრო ეფექტური გახდება და ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც გიორგი გახარიამ თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი უძღვებოდნენ. „პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. ნამდვილად სიამაყის საბაბია, ვიყო ამ გუნდში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომლის ხელმძღვანელიც იყო ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და შემდეგ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, ახალი გუნდით, ახალი მთავრობით დავძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)