|
2016-11-28 11:17:20, 665 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა მინისტრის რანგში უწყების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა
ფინანსთა მინისტრის რანგში დიმიტრი ქუმსიშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან გამართა. უწყების ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებს ოფიციალურად ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა წარუდგინა. მან კოლეგებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და დიმიტრი ქუმსიშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ნოდარ ხადურს უწყების ხელმძღვანელობისთვის და განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, ჩაიბაროს ისეთი საპასუხისმგებლო ორგანიზაცია, როგორიც ფინანსთა სამინისტროა. „დღეს, ჩემი პირველი სამუშაო დღეა ფინანსთა სამინისტროში. ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ. ხვალ, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს წარვადგენთ მთავრობაში, შემდგომ - საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტრო, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტი გავლენას იქონიებს ქვეყნის სწრაფი განვითარების მიმართულებით, რისთვისაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)