|
2016-11-26 23:29:19, 746 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზედმეტად ნეგატიურად არ დავხატოთ რეალობა
იმედი ამოძრავებს სწორედ ეკონომიკასაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზედმეტად ნეგატიურად არ დავხატოთ ის რეალობა, რომელიც არის, რათა მეტი პოლიტიკური ქულა დავიწეროთ, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა თანაგუნდელებს და ოპოზიციას პარლამენტის სხდომაზე. კვირიკაშვილის განცხადებით, ქედმაღლობა - ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა" დღეს არის უმცირესობაში. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით განაცხადა, რომ "ამ ახალ რეალობაში, იმ გამოწვევებს, რომელსაც ეს რეალობა გვკარნახობს, პასუხობს ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, მოგწონთ ეს თუ არა". "ყველას დიდ მადლობას გიხდით ამ ძალიან შრომატევადი, ენერგოტევადი რამდენიმე დღისთვის. მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე, რომ სხვამ არ თქვას და შემდეგ დითირამბებში არ ჩაითვალოს. არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როცა ასეთი რამ ხდება. არასოდეს, თათბირისდროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ და არასოდეს, არც ერთი ორგანიზაცია, სადაც მიმუშავია, არ მიმართავს შიდა დაპირისპირებისა დაინტრიგების მეშვეობით. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება წარმატებები, გამარჯვებები, ხვალინდელი დღის იმედი. იმედი ამოძრავებს სწორედ ეკონომიკასაც და ყველაფერი უნდაგავაკეთოთ იმისათვის, რომ ზედმეტად ნეგატიურად არ დავხატოთ ის რეალობა, რომელიც არის, რათა მეტი პოლიტიკური ქულა დავიწეროთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ერთად და მთელს ჩვენს ქვეყანას!", - განაცხადა კვირიკაშვილმა დასკვნით სიტყვაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)