00:59 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 21:25:29, 993 ნახვა

პოლიტიკა
”საქართველოს პატრიოტებმა” პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ფრაქციის წევრებს დარბაზის დატოვება მას შემდეგ სთხოვა, რაც ფრაქციის სახელით სიტყვით გამოვიდა.

„მე აღარ დაველოდები იმ პროცესს, კენჭი უნდა გიყაროთ თუ არა. ნდობას არ გიცხადებთ და ვთხოვ ჩემი ფრაქციის წარმომადგენლებს ძალიან წყნარად და მშვიდად დავტოვოთ ეს დარბაზი, რათა ერთსულოვნად აირჩიოთ მთავრობა, რომელზეც მე და ჩემი გუნდი, არ ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics