|
2016-11-26 17:20:19, 1688 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მთავრობა უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდად აქტიურად მუშაობს
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ტურიზმისა და აღნიშნული სექტორიდან გენერირებად შემოსავალზე ისაუბრა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ტურიზმი ტრადიციული სექტორია და მიმდინარე წელს, აღნიშნული დარგი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ აშშ დოლარს დააგენერირებს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდად და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მარკეტინგსა და პრომოციაზე, რომელთა დაფინანსებაც გაგრძელდება. გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გამახვილა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც ხორციელდება. ქუმსიშვილის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გარეშე მიზნები, რომლებიც გაწერილია ტურიზმის სტრატეგიაში, ვერ იქნება მიღწეული. მათ შორის, ტურისტების სამიზნე რაოდენობა და აღნიშნული სექტორიდან მოსალოდნელი შემოსავალი. „ორივე მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით და ეს დადებითად აისახება ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)