|
2016-11-26 15:02:14, 701 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს დიასპორის პოლიტიკის საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვები გააცნო
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში საქართველოს მთავრობის კანდიდატების წარდგენისას დეპუტატებს დიასპორის საკითხებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვა გააცნო. მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის პოლიტიკის მიზნებზე ისაუბრა, მათ შორის უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა ქართული დიაპორის ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, დიაპორის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთ ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში, მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის აღმშენებლობის პროცეში და სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების პირობების შექმნა. მისივე განცხადებით, მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი დიასპორის წარმომადგენლებისთვის ეფექტური, იურიდიული და საკონსულტაციო დახმარების გაწევის მექანიზმები. „უკვე გავაჟღერე ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ყველა იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც არის დიასპორასთან ურთიერთობის საჭიროება, დაინერგოს პროგრამა „სამშობლო გელოდება", რომლის ფარგლებშიც ჩვენი თანამოქალაქეები და დიასპორის წარმომადგენლები მიიღებენ ვრცელ და ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე, საჯარო და კერძო სექტორზე, საინვესტიციო გარემოზე და ა.შ. ჩვენ დავაწესებთ ოფიციალურად დიასპორის მიღების საათებს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან, რათა შეხვედრები რეგულარული და ინტენსიური იყოს და უკეთ გავაცნობიეროთ დიასპორის წინაშე მდგარი პრობლემები და საკითხები. ამასთანავე პირდაპირი კომუნიკაციის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, უკლებლივ ყველა საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებისთვის და დიასპორის წარმომადგენლებისთვის იმოქმედებს ცხელი ხაზი", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, ცენტრალურ აპარატში მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე შექმნილია სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც წლის ბოლომდე დაკომპლექტდება. იგეგმება საელჩოებში იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც იმუშავებენ დიასპორის საკითხებზე, დაიგეგმოს სპეციალური მოდულები საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, რაც უზრუნველყოფს დიპლომატების ამ მიმართულებით გადამზადებას. მისივე განცხადებით, პრიორიტეტად დარჩება ბევრი ის პროგრამა, რაც სახელმწიფო აპარატის მიერ ხორციელდებოდა. „განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საკვირაო სკოლებს, რომლებთანაც საელჩოებს აქვთ კონტაქტი, მაგრამ ნამდვილად საჭიროებს უფრო მეტ კომუნიკაციას, მეტ დახმარებას, ხელშეწყობას განათლების მიმართულებით თუ ა.შ. და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საკვირაო სკოლებმა შეიძინოს ნამდვილად ის ფუნქცია, რომელიც საჭიროა. ასევე პროექტი საქართველოს ახალგაზრდა ელჩები, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარება, მათი ჩართვა კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებების განხორციელების პროცესში. ასევე უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის ჩამოყალიბება და ამით ყველაფრით რა თქმა უნდა ქვეყნის პოპულარიზაცია. დიასპორული სტაჟირება, რომელიც ასევე უფრო მეტ კავშირს დაამყარებს ჩვენს დიასპორასა და სახელმწიფო უწყებებს შორის, ჩვენ ამ პროექტს კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ და შევეცდებით, რომ მათ საელჩოებში მიეცეთ სტაჟირების გავლის შესაძლებლობა", - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. მიხეილ ჯანელიძემ მზადყოფნა გამოთქვა ინტენსიურად იმუშაოს დიასპორის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტთან, რათა მაქიმალურად იყოს უზრუნველყოფილი საკანონდმებლო ორგანოს ჩართულობა ყველა იმ ინიციატივისა და მიზნების ეფექტურდ განხორციელებაში, რაც სახელმწიფოს გააჩნია დიაპორასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)