12:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 14:49:16, 1001 ნახვა

საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოქალქეებს აფრთხილებს

„შეამოწმე შენი მონაცემები“ - ინტერნეტ სივრცეში ახალი ვებგვერდი გამოჩნდა, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს შეამოწმონ, დავირუსებულია თუ არა მათი ანგარიში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოქალქეებს აფრთხილებს, არ შეასრულონ ამ საიტის ინსტრუქციები, რადგან მისი მიზანი, დიდი ალბათობით, თქვენი საბანკო მონაცემების შეგროვება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაა, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიმართვაშია ნათქვამი.

„ვებგვერდი ცდილობს, დაგარწმუნოთ, რომ მათ ბაზაში მილიონზე მეტი დავირუსებული ანგარიშია და მათ შორის შეიძლება, თქვენიც იყოს. ამის შესამოწმებლად კი თქვენგან ითხოვს სახელის და გვარის, საბანკო ბარათის ნომრის, მისი მოქმედების ვადის და CVC კოდის შეყვანას. ამ მონაცემების გამოყენებით თაღლითებმა შესაძლოა სხვადასხვა სახის ზიანი მოგაყენონ, მაგალითისთვის, თქვენს ნაცვლად იყიდონ ნივთები ონლაინ მაღაზიებში.

მსგავსი სახელწოდების გვერდი ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე თვის წინაც გამოჩნდა და მალევე დაიბლოკა შესაბამისი რეაგირების შედეგად. თუმცა როგორც ჩანს ინტერნეტ-თაღლითები ისევ ცდილობენ მოქალაქეების პერსონალური მონაცემების მოპოვებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ ენდოთ ამ და მსგავს ვებგვერდებს და არ ჩააგდოთ საფრთხეში თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება”,- ნათქვამია მიმართვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics