|
2016-11-26 14:15:32, 2687 ნახვა
მსოფლიო
მაიამიში ფიდელ კასტროს გარდაცვალებას ზეიმობენ
მაიამის მოსახლეობა კუბის ყოფილი ლიდერის, რევოლუციონერის ფიდელ კასტროს გარდაცვალებას ზეიმით შეხვდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ქალაქში მცხოვრები კუბელი ემიგრანტების უმრავლესობა კასტროს ნეგატიურად აფასებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ, ცვლილებებს ელოდებიან. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, ჩანს თუ როგორ ზეიმობენ ემიგრანტები კასტროს გარდაცვალებას. ისინი ქალაქის ქუჩებში კუბის დროშით მოძრაობენ და მომღიმარე სახეებით, მძღოლებს უქნევენ ხელს. ცნობისთვის, კუბელი ემიგრანტები, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ, რიცხობრივად ლათინოამერიკელების მესამედს წარმოადგენენ. ყველაზე მეტი კუბელი ემიგრანტი ფლორიდის შტატში, კერძოდ კი მაიამიში ცხოვრობს. ისინი მოსახლეობის 34,1%-ს შეადგენენ. შეგახსენებთ, რომ კუბის რევოლუციონერი და ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამასთან, მისი კრემაცია დღეს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)