|
2016-11-26 13:06:03, 697 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვგეგმავთ, თამამი ნაბიჯები გადავდგათ, რათა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობა აღდგეს
ვგეგმავთ, რომ უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ, რათა ჩატეხილი ხიდი აღვადგინოთ, აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა შეეცდება ადამიანების ურთიერთობების გავლით, კონფლიქტების პოლიტიკურად დარეგულირებას. "ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს, გარკვეიული ნაბიჯები დაგეგმილი, რომლის ფორმატი არ ითვალისწინებს კონკრეტიკის განხილვას. მე მოხარული ვიქნები, რომ ჩვენ შევქმნათ როგორც საპარლამენტო, ასევე შერეულ ფორმატებს, იმისთვის, რომ ეს ნაბიჯები იქნას განხილული. ერთი რამ ცხადია, სტატუს კვო, რუტინა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით არ იძლევა საშუალებას მნიშვნელოვანი, თვისობრივი ცვლილებები მივიღოთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი ამ მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ადამიანებს შორის ურთიერთობა დავათბოთ. ასეთი ამბიციური გეგმის შესრულებას სჭრიდება საერთო, ეროვნული კონსენსუსი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)