|
2016-11-26 12:25:22, 884 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. კუთაისის პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით იმართება. პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას სულ 125 დეპუტატი იღებს, 25 კი არ ესწრება. გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე სხდომის დანიშნვის შესახებ შესაბამისი განკარგულება 24 ნოემბერს გამოსცა. რიგგარეშე სხდომაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. "მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა "ქართულ ოცნებას" და მოგვანიჭა მანდატი, რათა მომავალი 4 წლის განმავლბაში მნიშვნელოვნად უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი თანამემამულეების, ჩვენი მოსახლეობის ყოფა. დიდი იმედი მაქვს, რომ კონსოლიდაციით მივიღებთ პარლამენტის მანდატს, დავიხარჯებით ყველა მაქსიმალურად, რათა ეს დიდი ნდობა და პასუხისმგებლობა გავართლოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, სხდომა მიმდინარეობისას მინისტრობის კანდიდატები კითხვებს უპასუხებენ. ამის შემდეგ სიტყვა პარლამენტის წევრებს გადაეცემათ. კანონით, პარლამენტის ნდობის მისაღებად მინისტრთა კაბინეტმა დეპუტატების უმრავლესობის ხმა უნდა მიიღოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)