|
2016-11-26 12:16:42, 1803 ნახვა
სამართალი
ყალბი აქციზური მარკების გამოყენების და გასაღების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ბრენდირებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის, ყალბი აქციზური მარკების გამოყენების და გასაღების, ასევე, მეორადი გამოყენების მიზნით აქციზური მარკების გამოყენების და გასაღების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებული, საკუთარ საცხოვრებელ სახლში კუსტარულად მოწყობილი ტექნიკური საშუალებებით ამზადებდა ფალსიფიცირებულ ბრენდირებულ ალკოჰოლურ სასმელებს - „ჯეკ დენიელს“- ს, „ჩივას რეგალს,“ „აბსოლუტს“, „ფინლანდია“-ს, „პარლამენტს,“ „სტოლიჩნაია“- ს და სხვა სასმელებს, რომელთა მარკირებისათვის სისტემატურად იყენებდა ყალბ და მეორად აქციზურ მარკებს, ხოლო შემდგომში ახდენდა მის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებულის სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები. ასევე, ამოღებულია ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების წარმოებისათვის საჭირო ინვენტარ-მოწყობილობები და ქიმიური შენაერთები. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2001 მუხლის პირველი ნაწილით და მე-2002 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)