|
2016-11-26 09:46:29, 982 ნახვა
პოლიტიკა რეგიონი სამხედრო
ზახაროვა: აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება
ქართული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის აბსურდული, თუმცა მას ბევრი მაღალჩინოსანი გამოეხმაურა. ინფორმაციის ავტორები, არც კი შეწუხდნენ იმით, რომ რამე რეალისტური ამბავი მოეფიქრათ. სამწუხაროა, რომ ასეთ ინფორმაციას ბევრი მაღალჩინოსანი გამოეხმაურა. ეს აბსურდია და მსგავსი არაფერი ხდება. როგორც ვვარაუდობთ, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ამ დღეებში რუსეთში რატიფიცირებულ შეთანხმებასთან, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ. თუკი ასეა, შეგახსენებთ, რომ ეს დოკუმენტი ასახავს ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას უსაფრთხოების სფეროში, რაც არანაირად არ უქმნის საფრთხეს მეზობელი ქვეყნების ინტერესებს. საქართველოში დაუსაბუთებელი ინსინუაციების გავრცელება გვიჩვენებს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციის მოწინააღმდეგეები განაგრძობენ აქტიურ მოქმედებებს“, - განაცხადა ზახაროვამ. ცნობისთვის, მისი კომენტარი ეხებოდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გალი „სამხედრო ქალაქი“ გახდება, რომელშიც რუსეთის სამხედრო ბაზები და აეროდრომები აშენდება და არმიის უზარმაზარი კონტინგენტი განთავსდება.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)