|
2016-11-25 19:41:05, 1624 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს კაფეს მეშვიდე შეხვედრა
24 ნოემბერს გაიმართა ბიზნეს კაფეს მეშვიდე შეხვედრა, რომელზეც სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა სპიკერმა კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ რუხაძემ ისაუბრა თემაზე „ვინ არის მომავლის ლიდერი?“. ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლის ოქტომბრიდან პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით ხორციელდება. საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების მენეჯერები. ღონისძიებისთვის სპიკერის შერჩევას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ბიზნეს კაფეს შეხვედრების მოდერატორებს შორის იყვნენ: ლადო გურგენიძე (საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე) თემით “აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”; გიორგი ქადაგიძე (საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი) თემით „ინოვაციების მართვა“; დავით გოგიჩაიშვილი ( “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი) - „ადამიანური რესურსების მართვა“; ალექსანდრე ჯეჯელავა (ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი) - „ორგანიზაციული კულტურა“; ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0 - ანუ უკუღმა წაკითხული MBA-ის წიგნები“ და პაპუნა ტოლიაშვილი (სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი) - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“. „ბიზნეს კაფეს“ ფარგლებში ზემოთ აღნიშნული ტიპის შეხვედრები გაგრძელდება 2017 წელს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)