00:36 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 18:35:40, 822 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ხიდაშელმა ეთიკა ბევრჯერ დაარღვია და მე შეიძლება გული მეტკინოს ამაზე

სამწუხაროდ, მისი [ხიდაშელის] მხრიდან ეს ეთიკა ბევრჯერ დაირღვა, მე ბევრჯერ შეიძლება გული მეტკინოს ამაზე, მაგრამ არაუშავს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა, როდესაც შეიარაღებულ ძალებში თინა ხიდაშელის მიერ გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თენგიზ გუნავას კითხვას უპასუხა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის კრიტიკისგან, თუმცა მისი მხრიდან ეთიკა ბევრჯერ დაირღვა.

„თინა ხიდაშელმა განცხადება გამოაცხადა პირდაპირ ეთერში, სამწუხაროდ. მე ამდენი ხანი საჯარო სირცეში კრიტიკისგან თავს ვიკავებდი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთი კაბინეტის წევრები ვიყავით. სამწუხაროდ, მისი მხრიდან ეს ეთიკა ბევრჯერ დაირღვა. მე ბევრჯერ შეიძლება გული მეტკინოს ამაზე, მაგრამ არაუშავს. პოლიტიკაში გულისტკენები არ არის მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იყო შესაბამისობაში იმ გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც ჩვენ ერთად გვაქვს დამტკიცებული, მაგრამ იყო მოუმზადებელი იმ დროსა და სივრცეში, როცა მიიღეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics