|
2016-11-25 17:30:54, 876 ნახვა
პოლიტიკა
მღებრიშვილი კახიძეს: ერთ ანეკდოტს მახსენებთ „ნასოსზე“
საქსტატს კვარტალში ერთხელ მიეწოდება ჩვენგან სტატისტიკა და რა გინდათ ახლა, დავიგინო თუ დავიფიცო, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ოთარ კახიძის კითხვას, თუ რატომ არ აქვეყნებს მისი უწყება ყაჩაღობასთან დაკავშირებულ მონაცემებს, მათ შორის არ ახდენს მკვლელობების რეგისტრაციას. „ეს საჯარო ინფორმაციაა, მოგვმართეთ და მოგცემთ. არაფერი არ იმალება. „საქსტატს“ მიეწოდება, ქართულად გეუბნებით“, - უპასუხა მღებრიშვილმა. ამის შემდეგ ოთარ კახიძე დაინტერესდა რამდენი ბანკი დააყაჩაღეს 2012 წელს და 2016 წელს, რაზეც მღებრიშვილმა უპასუხა, რომ რამდენი ყაჩაღობაც მოხდა, იმდენი აღრიცხეს სტატისტიკაში. „თქვენ ხართ პირველები შემთხვევის ადგილზე. ჩვენ ყველა ყაჩაღობას აღვრიცხავთ სტატისტიკაში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყაჩაღობა არ არის გაზრდილი, შემცირებულია“,- განაცხადა მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)