|
2016-11-25 15:24:39, 665 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტი რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაატარებს იმ საგარეო პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობას, ორიენტირებული იქნება სუვერენიტეტის განმტკიცებაზე და გადადმული იქნება ნაბიჯები დეოკუპაციის მიმართულებით. ქვეყნის საგარეო პოლიტუკურ ამოცანებზე მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა უწყების ძირითად პრიორიტეტად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება. „ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს არის გზა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა ასევე ხაზი გაუსვა საგარეო უწყების იმ პრიორიტეტულ მიმართულებას, რასაც საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაცვა წარმოადგენს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით უწყებისთვის მნიშვნელოვანია დიასპორასთან მჭიდრო კონტაქტების განვითარება და მათ საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ბერკეტები და ინსტუმენტები იმისათვის, რომ უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების და შესაბამისი პროგრამების შეთავაზება. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მუშაობას მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის იმიჯის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით საქართველოსადმი კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ინტერესის გაჩენის მიზნით. მინისტრობის კანდიდატმა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტად ასევე დაასახელა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და დიპლომატიური კორპუსისთვის უკეთესი პირობების შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)