|
2016-11-25 13:48:10, 1028 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი აგულაშვილს: თქვენ სახე დაკარგეთ
თქვენნაირი მინისტრი, იმიტომ არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, რომ თქვენ დადიოდით გაშლილი ლეპტოპით ხელში, უსინდისოთ ატყუებდით მოსახლეობას, ეუბნებოდით, რომ ირმა ინაშვილმა ღორის თავი დაკიდა მეჩეთზე და მიზანმიმართულად აღვივებდით რელიგიურ შუღლს და აწარმოებდით უზნეო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა დღეს რიგგარეშე გამართულ სხდომაზე განაცხადა. ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის თქმით, ის მხარს გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატ გიგლა აგულაშვილს არ დაუჭერეს. "ზუსტად 1 წლის წინ ამ დროს ჩვენ ვშიმშილობდით მთავრობის სახლის წინ. მთავრობის არც ერთი წევრი არ გამოსულა მოშიმშილეებთან. ვშიმშილობდით, იმის გამო, რომ მოხდა საგარეჯოს არჩევნების გაყალბება და ამ გაყალბებაში პირდაპირ მონაწილეობდით თქვენ ბ-ნო გიგლა", - მიმართა ინაშვილმა. ინაშვილის თქმით, მინისტრობის კანდიდატი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული. "თქვენ სახე დაკარგეთ. თქვენ გააყალბეთ საგარეჯოს არჩევნები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ახლა აქ ზიხართ და მშვიდი სახით მიყურებთ, ბ-ნო გიგლა და გგონიათ, რომ გადარჩით. სააკაშვილსაც ეგონა, რომ გადარჩა, მაგრამ მერე ჩემი მარჯვენა ხელით გავრცელებული კადრებით დაემხო. არავის ვუკარგავ ღვაწლს, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომელმაც უდიდესი წილი შეიტანა ამ ბრძოლაში, ჩვენ ვერ შევძლებდით იმ რეჟიმის განეიტრალებას. თქვენც ნუ გექნებათ იმედი, რომ ასე იჯდებით და მშვიდათ მიყურებთ, ისევე როგორც მიშა გიორგაძე თქვენც აგებთ პასუხს, დრო მოვა", - განაცხადა ინაშვილმა. ვიცე სპიკერმა მინისტრობის კანდიდატს მიმართა და აღნიშნა, რომ ის ხის ჭრის გამოც აგებს პასუხს. "დროს არ დავკარგავ იმაზე, რომ ვთქვა როგორი ხის ჭრა მიდის კახეთში, როგორ ნადგურდება ხის მასივები ბორჯომში. ძალიან ცუდია, რომ ადრე ყველას აძლევდით საშუალებას, წინასაარჩევნო პერიოდში ხეები მოეჭრათ და მერე სანაცვლოდ, თქვენთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმა მიეცათ ჯერ "რესპუბლიკურ პარტიაში", მერე კი ოცნებაში გადასკუპდით. უბრალოდ გეუბნებით, რომ პასუხს აგებთ, გესმით?!", - დასძინა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)