12:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 12:46:18, 663 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საიუბილეო საღამოს დაესწრო

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში  „მუზა“ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა(გია) გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ქეცბა, სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

კონცერტში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“,  სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“, ზვიად ბოლქვაძე, დიმიტრი ჯაიანი, ელდარ გეწაძე, ელდინო საღარაძე და სხვა შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი 10 წლის წინ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics