|
2016-11-25 12:39:50, 605 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ
საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომა მიმდინარეობს. „საქართველოს პატრიოტები“ მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვდებიან. ამწუთებში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მათ სამთავრობო პროგრამას აცნობს. თავდაპირველად, გიორგი კვირიკაშვილმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. პრემიერობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. „მოგეხსენებათ, რომ გასული 4 წელი ძირითად ფოკუსირებული იყო ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის მიმართულებით. მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკაც წარიმართა იმგვარად, რომ დაცული ყოფილიყო ძირითადი სოციალური უფლებები და ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო დაბალანსებული ადამიანების ძირითადი საბაზისო უფლებების უზრუნველყოფით, როგორიც არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების დღის წესრიგი განსაზღვრას ახალ ამოცანებს და ამ ამოცანებიდან გამომდინარე, შედგენილი იქნა რეფორმათა 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც პასუხობს დღევანდელობის გამოწვევებს, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მოთხოვნებს. შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც ეკონომიკური ზრდის დაბალანსსებას შევეცდებით, სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფის მიმართულებით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)