|
2016-11-25 12:10:24, 695 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი თურქმენეთში მდგრადი ტრანსპორტის გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 ნოემბერს თურქმენეთში მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აშხაბადში თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და გაეროს ეგიდით ტარდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქმენეთის დედაქალაქში დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციას 80-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ასევე სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პრეზიდენტი აშხაბადში გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე თურქმენეთისა და ავღანეთის პრეზიდენტებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)