|
2016-11-25 09:47:34, 621 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი : მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში აქტიურად იყოს წარმოდგენილი
საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუკანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად იყოს წარმოდგენილი. „შეხვედრისას განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე იმ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომში ხელს შეუწყობს ბრიტანეთის უფრო მეტ ჩართულობას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, როგორიცაა „ვორდროპის“ დიალოგი, რომელიც ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)