|
2016-11-24 18:02:24, 745 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სერ ალანდუნკანი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მინისტრი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში რუსეთის ფედერაციის მიერ მავთულხლართებისგავლების შედეგად არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. სერ ალან დუნკანი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრადა მათგან მოისმინა არსებული პრობლემების თაობაზე. „მე მინდოდა ჩემი თვალით მენახა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან შექმნილი ვითარება. ეს არის აშკარა, ხილულიმტკიცებულება რუსეთის ქმედებების. ამიტომ ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს. ეს არის ზუსტად ის საფრთხე,რომელსაც ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ და გავუმკლავდეთ ერთად, გაერთიანებული ძალებით", - განაცხადა დიდიბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)