|
2016-11-24 15:15:24, 594 ნახვა
საზოგადოება
"უორდროპის დიალოგმა" სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატმა - „უორდროპის დიალოგმა" სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა და დღეიდან „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგი" ეწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა „უორდროპის დიალოგის" მესამე რაუნდის ფარგლებში მიიღეს, რომელიც თბილისში დღეს გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, დღეიდან „უორდროპის დიალოგი" რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების დღის წესრიგს მოიცავს, პარტნიორობის ახალ საფეხურზე - სტრატეგიული დიალოგის ფორმატში გადავიდა. „მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები, ჩვენი ორმხრივი ძალისხმევით, წარმატებით ვითარდება და ახალ სიმაღლეებს იძენს. ბოლო წლების განმავლობაში ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები რეალურად მოწმობს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრის ვიზიტიც ცხადყოფს, რომ გაერთიანებული სამეფო, როგორც მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, საქართველოსთან მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების ერთგული რჩება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს. მისი შეფასებით გაერთიანებული სამეფო უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის პროცესში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში" გაჩნდა ახალი მიმართულება რაც ითვალისწინებს ორი ქვეყნის ანალიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის პლატფორმას. ჯანელიძემ ასევე აღნიშნა ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული გამოწვევები. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის კონსოლიდაციის კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის. ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ. ასევე მიმოიხილეს "უორდროპის დიალოგის" ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის სხვა საკითხები . ცნობისთვის, ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)