|
2016-11-24 15:08:59, 626 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და ალან დუნკანმა "უორდროპის დიალოგის" მნიშვნელობასა და ურთიერთობების გაფართოებაზე ისაუბრეს
"უორდროპის დიალოგი", რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ სერ ალან დუნკანის შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სერ ალან დუნკანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. მხარეებმა განიხილეს საქართველო– დიდი ბრიტანეთის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. ხაზი გაესვა "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მნიშვნელობას და აქტიური პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია საქართველოში. საუბარი შეეხო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. ქართული მხარის შეფასებით, ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებში ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობას, რისი თვალსაჩინო მაგალითია „ეროვნული სიტუაციური ოთახის" პროექტი. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის დატოვების შესახებ ბრიტანელი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევნზე. ამერიკისა და ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, ბრექსიტი დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ბარიერებს არ შექმნის და დიდი ბრიტანეთი გაარძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალან დუნკანის ვიზიტი საქართველოში „უორდროპის დიალოგის" ფარგლებში იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)