|
2016-11-23 15:43:09, 891 ნახვა
პოლიტიკა
ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ეწვევა
2016 წლის 24-25 ნოემბერს საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის ოფიციალური ვიზიტი შდგება. საგარეო უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან მიხეილ ჯანელიძესთან. „უორდროპის დიალოგის" ფარგლებში ასევე გაიმართება თემატური ჯგუფების შეხვედრა. სამუშაო სესიებზე საუბარი წარიმართება პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე; ეკონომიკურ დასავაჭრო საკითხებზე; კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე; ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი ეწვევა კრიზისების მართვის ცენტრს და მოინახულეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას. მინისტრი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას. ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი - „უორდროპის დიალოგი" 2014 წელს დაფუძნდა, რომელიც ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)