14:54 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 13:12:48, 2193 ნახვა

მსოფლიო
გაერო: ალეპოში საბრძოლო მოქმედებებს 1 კვირის განმავლობაში 141 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი ემსხვერპლა

გაერო-მ ალეპოში შექმნილ ვითარებას საშინელი და შემზარავი უწოდა. სირიის რიგით მეორე უდიდეს ქალაქში საბრძოლო მოქმედებებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 141 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება, გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ალყაშემორტყმულ ქალაქში 250 ათასიდან 275 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.

გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს უმაღლესმა კომისარმა ალეპოში საავადმყოფოებზე განხორციელებულ თავადასხმებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უწოდა.

ამასთან, აშშ-ის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში საავდმყოფოებზე რუსულმა ან სირიულმა სამხედრო თვითმფრინავებმა მიიტანეს. ვაშინგტონი ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს, რომ სისხლისღვრის შეჩერების მიზნით ასადის მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს.

ამ დროისთვის ალეპო 2 ნაწილად არის გაყოფილი: პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს, მეამბოხეები კი აღმოსავლეთ რაიონებს აკონტროლებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics