14:39 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 12:25:48, 1519 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საეკლესიო ლიტერატურა, იერუსალიმიდან ჩამოტანილი ჯვრები და სანთლები, ასევე, ტკბილეულობა და საკვები პროდუქტები გადასცეს.

„უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ყველა რელიგიურ დღესასწაულს ულოცავს მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს. N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ ახალგაზრდებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ და საჩუქრები გადავეცით. მინდა მათ ვუსურვო მალე განთავისუფლება და საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. მათთან ერთად კი  სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს“, - განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ N11 დაწესებულებაში მოქმედ ტაძარში   დღესასწაულთან დაკავშირებით მოძღვარმა პარაკლისი აღავლინა, რომელსაც მსჯავრდებულები დაესწრნენ.

გარდა ამისა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და  საპატრიარქოს წარმომადგენლებმა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვანი  ბრალდებულებიც მოინახულეს, გიორგობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics