|
2016-11-23 09:48:19, 1471 ნახვა
სამართალი
შსს-ს ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში ბელარუსის ტელევიზიებისა და პრესის ჟურნალისტები იყვნენ. შსს-ს ინფორმაცით, შეხვედრაზე შალვა ხუციშვილი დელეგაციის წევრებს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობაზე, უწყებაში დაგეგმილ პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა. ბელარუსი ჟურნალისტები საქართველოს შს სამინისტროში წარმატებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით, განსაკუთრებით - ახლადშექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრით დაინტერესდნენ. შს მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით სამინისტროში დაწყებული ახალი პროექტი - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ გააცნო, რომელსაც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს. „ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება, მათი ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების უწყვეტი მონიტორინგი. პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შსს-ს ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს. იგი დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა. შეხვედრის დასასრულს, უცხოელმა სტუმრებმა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები და პატრულ-ინსპექტორების აღჭურვილობა დაათვალიერეს. ბელორუსი ჟურნალისტები, ასევე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვივნენ. ისინი „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, ცენტრის სერვისებსა და ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ.
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)