|
2016-11-23 09:44:54, 731 ნახვა
პოლიტიკა
აშშ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საერთო ჯარის შექმნის შესახებ შეთანხმების ლეგიტიმურობას არ აღიარებს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების ლეგიტიმურობას არ აღიარებს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. "აშშ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის დეფაქტო ლიდერებთან ერთიანი სამხედრო ძალის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. შეთანხმების ლეგიტიმურობას", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განაგრძობს. "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია მკაფიო რჩება - ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან გაიხმოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა უზრუნველყოს”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)