|
2016-11-23 00:05:17, 865 ნახვა
პოლიტიკა
კილაძე: საზმაუს ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე იქნება, GDS კი მალე დაიხურება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თანამდებობას ვასილ მაღლაფერიძე ჩაიბარებს, რომელიც ახლა ტელეკომპანია GDS-ს ხელმძღვანელობს. თავად GDS კი მალე დაიხურება, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. ელისო კილაძემ მედიაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ დიდი გადაადგილებები ქართულ მედიასივრცეში ახალ წლამდე მოხდება. მისი მტკიცებით, GDS მალე დაიხურება, რადგან "მისი შენახვა ივანიშვილს ძვირი უჯდება და მან არც საარჩევნოდ დადო სასურველი რეიტინგი". მან აქვე განაცხადა, რომ ცვლილებები იგეგმება მაესტროზეც, საიდანაც რამდენიმე წამყვანი სახე ტელე-იმედზე გადავა. ასევე დაიხურება რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ელისო კილაძის მტკიცებით, წინასაარჩევნოდ შეიქმნა და სუს-ის მიერ კონტროლდებოდა. კილაძე "რუსთავი 2"-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და არსებული პროცესების „დირიჟორად“ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. მისი თქმით, დიდი პალატა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს. „ამ ყველაფრის დირიჟორი არის ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა უფრო მაღალი ლეგიტიმაციით მიიღებს გადაწყვეტილებას რუსთავი2-ის წინააღმდეგ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიპოვით იმ კოლეგიაში ხუთ კამიკაძეს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ბიძინა ივანიშვილს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)