|
2016-11-22 23:20:07, 807 ნახვა
პოლიტიკა
ეკა მიშველაძე: პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს მედიაპლურალიზმი
პრეზიდენტის და ჩემი პოზიციაა, რომ აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მედიაპლურალიზმი, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ქართულ მედიასივრცეში "უცნაური რაღაცეები ხდება". მისივე მტკიცებით, მედიაში არსებული მდგომარეობის, მათ შორის რუსთავი2-ის თემაზე საქართველოს პრეზიდენტს ყველა ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრაზე უწევს კითხვებზე პასუხების გაცემა. "პრეზიდენტის და ჩემი პოზიციაა, რომ აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მედიაპლურალიზმი. აუცილებელია, არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. არსებულ კითხვებს პასუხები ღია ფორმატში უნდა გაეცეს. ჩვენ ვიცით, როგორ სრულდება მედიასთან ასეთი ცუდი თამაშები. ეს ნანახი გვაქვს," - განაცხადა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)