|
2016-11-22 19:12:45, 732 ნახვა
პოლიტიკა
შალვა შავგულიძე: ვფიქრობ, ვიქტორ დოლიძე შეცდომას უშვებს
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე, მისი ყოფილი თანაგუნდელის, ვიქტორ დოლიძის, მთავრობაში წასვლას „შეცდომას“ უწოდებს. როგორც შალვა შავგულიძემ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ვიქტორ დოლიძეს შეიძლება, ეიმედება, რომ ის "ქართული ოცნების" რიგებში ამ თანამდებობაზე ყოფნით შეძლებს, ამ პოლიტიკური ძალის არასწორი მიმართულებები და ტენდენციები გააკეთილშობილოს თუმცა, ის მიიჩნევს, რომ დოლიძე შეცდომას უშვებს. „არ მინდა, დავიჯერო, რომ ვიქტორ დოლიძემ არასწორ ფერხულში ფეხი აუბას მთავრობას. ეს კი პირველ ყოვლისა გამოიხატება ინსტიტუციური მართვის მოსპობასა და სრულ უზურპაციაში, რაც არ შეესაბამება ამ პოლიტიკურ ძალის მიერ აღიარებულ ევროატლანტიკური დეკლარაციის კურს. ვიქტორს შეიძლება, ეიმედება, რომ ის ქართული ოცნების რიგებში ამ თანამდებობაზე ყოფნით შეძლებს, ამ პოლიტიკური ძალის არასწორი მიმართულებები და ტენდენციები გააკეთილშობილოს. მე კი ვფიქრობ, ვიქტორი შეცდომას უშვებს,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)