|
2016-11-22 17:52:45, 1456 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი Facebook-ის მომხარებლებს აფრთხილებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „ფეისბუქის“ მომხმარებლებს აფრთხილებს, არ გახდეს ისეთი და მსგავსი ტიპის შემოთავაზებების მსხვერპლი, რომელიც მაგალითად, Facebook პროფილის ვიზიტორების ვინაობის დადგენას სთავაზობს. “გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ - უკვე შეგხვდათ საიტი, რომელიც ასეთ მომსახურებას გთავაზობთ? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ გახდეთ ამ და სხვა მსგავსი ტიპის შემოთავაზებების მსხვერპლი. თუ საიტის მოთხოვნილ ინსტრუქციებს შეასრულებთ, ვებგვერდი მოიპარავს პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას თქვენი ფეისბუქ-ანგარიშიდან, გააგზავნის მესიჯებს თქვენი სახელით, მოიპოვებს თქვენი ფოტოების გამოყენების უფლებას, დაპოსტავს თქვენს მაგივრად და არავინ იცის, რაში გამოიყენებს თქვენგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას. ამ ყველაფრის ფონზე, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ, „ვინ სტუმრობს თქვენს პროფილს ყველაზე ხშირად. ფეისბუქმა არაერთხელ განაცხადა, რომ ასეთი მომსახურების მიღება საიტიდან შეუძლებელია. თუკი რაიმე სახის ციფრებს ან ინფორმაციას გამოგიგზავნიან, ის გაყალბებული იქნება“,- ნათქვმია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამაგიეროდ საიტი შეძლებს, გამოიყენოს თქვენი ანგარიში საკუთარი ინტერესებისთვის, დააგზავნოს ვირუსები თქვენი სახელით, დაალაიქოს სხვადასხვა გვერდი თქვენს ნაცვლად, გაგაწევრიანოთ სხვადასხვა არასასურველ ჯგუფში ("ხვალ შეგიყვარებ, დღეს არ მცალია", "ყველაზე ლამაზები", "როგორ ვიშოვოთ ფული 5 წუთში" და ა.შ.) გამოიყენოს თქვენი ფოტოები ყალბი პროფაილის (fake-profile) შესაქმნელად და იმოქმედოს თქვენი სახელით. „ასეთი საიტების მსხვერპლად ქცევა დაგაზარალებთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს მეგობრებსაც. დიდი ალბათობით, აპლიკაცია თქვენი მესინჯერის გამოყენებით სპამს გაუგზავნის თქვენს ფრენდებს და შეიძლება ისინიც ჩაითრიოს ამ სქემაში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ ყურადღებით დააკვირდეთ, რა სახის მომსახურებას გთავაზობთ ესა თუ ის საიტი ან აპლიკაცია და რის სანაცვლოდ. არ მისცეთ საეჭვო გვერდებსა და აპლიკაციებს იმის უფლება, რომ მოიპოვონ წვდომა თქვენს ანგარიშზე, e-mail-ზე, ინბოქსზე, დაპოსტონ თქვენს ნაცვლად და დაგაზარალონ თქვენ და თქვენი მეგობრები. იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები ონლაინ უფრო დეტალურად, წაიკითხეთ რეკომენდაციები", - ნათქვამია განცხადებაში.
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)