|
2016-11-22 16:20:42, 767 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აშშ-ში დეკემბრის შუა რიცხვებში გაემგზავრება
აშშ-ში ელჩობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში დეკემბრის შუა რიცხვებში გაემგზავრება. ბაქრაძემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც აშშ-ში ელჩად მუშაობის პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს: „მე ვარ დანიშნული 5 დეკმებრიდან. ვვარაუდობ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ტენიკურად მზად ვიქნებით, რომ უკვე გავემგზავრო აშშ-ში. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია და ის მიმართულებები, რომელიც მოიცავს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებებს, ეს იქნება ის ძირითადი სამუშაო სეგმენტი, რომელზეც გავამახვილებთ ყურადღებას, თუმცა არის სივრცეები, რომელიც ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივ თანამშრომლობაში, რომელსაც მაქსიმალურად ავითვისებთ. საქართველო არის ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-თვის, ასევე სტაბილური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი რეგიონის ქვეყნებისთვის. ეს არის ის ფაქტორები, რომელიც განაპირობებს აშშ-ს ინტერესს საქართველოში, ხოლო ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერა ეკონომიკური და ვაჭრობის საკითხები. ეს შეეხება რა საკვირველია ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმობა კულტურულ ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, საქართველოს უკეთესად წარმოჩენას”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)