|
2016-11-22 15:49:44, 672 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური სამომავლო საქმიანობას საჯარო სამსახურში გააგრძელებს
ფინანსთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, სავარაუდოდ, სამომავლო საქმიანობას საჯარო სამსახურში გააგრძელებს. ხადურს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია, სად იმუშავებს, თუმცა თქვა, რომ მისი მომავალი საქმიანობის შესახებ, ისევ პრემიერი გააკეთებს განცხადებას: „მე ვარ გუნდის წევრი, ვარ მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხოლო მომავალი საქმიანობის შესახებ ისევ პრემიერი გააკეთებს განცხადებას“,-აღნიშნა ნოდარ ხადურმა. კითხვაზე-რა იყო მთავარი შენიშვნა, ხადურმა განაცხადა, რომ არ იცის. „ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ გაცილებით მეტი დრო მექნება ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის, ჩემს საყვარელ სტუდენტებთან მეტი კომუნიკაციისათვის.ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა.მექნება კიდევ შესაძლებლობა, საზოგადოებას გავუზიარო ჩემი ხედვები გასულ 4 წელთან დაკავშირებით“,-განმარტა ნოდარ ხადურმა. ნოდარ ხადურს ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)