|
2016-11-22 14:01:09, 1338 ნახვა
პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ცნობილია
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი ვერ მოხვდნენ. ხადურს ფინანსთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანაცვლებს, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას კი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაიკავებს. ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს, რომელიც მცირე ხნით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატსაც. სახელმწიფო მინისტრის პოსტს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე დაიკავებს. როგორც უკვე ცნობილია, დავით ბაქრაძე აშშ-ში ელჩად გააგრძელებს მოღვაწეობას. ენერგეტიკის მინისტრად ბრუნდება კახი კალაძე. მინისტრის მოვალეობას ამ დრომდე ილია ელოშვილი ასრულებდა, რომელიც საქმიანობას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მას კვლავ ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. სხვა უწყებებს ცვლილებები არ შეხებია. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იუსტიციის მინისტრად კვლავ თეა წულუკიანი წარადგინა, შს მინისტრად-გიორგი მღებრიშვილი, თავდაცვის მინისტრად-ლევან იზორია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად-გიგლა აგულაშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად-კახა კახიშვილი, განათლების მინისტრად-ალექსანდრე ჯეჯელავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად-ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად-სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრად-მიხეილ ჯანელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად-დავით სერგეენკო. მთავრობის განახლებული შემადგენლობა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანომ მათ ნდობა უნდა გამოუცხადოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)