|
2016-11-22 12:11:52, 740 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა დავით ბაქრაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
პრემიერის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დავით ბაქრაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბაქრაძის ხელმძღვანელობით საქართველოს შესანიშნავი უწყებათაშორისი კოორდინაცია ჰქონდა ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ დავით ბაქრაძეს გაწეული ძალიან ნაყოფიერი წარმატებული საქმიანობისათვის. მისი ხელმძღვანელობით ჩვენ შესანიშნავი უწყებათაშორისი კოორდინაცია გვქონდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით. მისი ძალიან აქტიური მონაწილეობით მომზადდა 2017-2020 წლის რეფორმების დღის წესრიგი ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოზიციაზე, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“,-განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)