|
2015-03-21 16:35:26, 707 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდნეტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სადახლოს სასაზღვრო სექტორზე იმყოფებოდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს უმაღლესმა მთავარსარდალმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა. მას სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი დახვდა. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო საზღვრის დამცველებს და 10 მესაზღვრე ღირსების მედლით დააჯილდოვა. „მინდა მოგილოცოთ პროფესიული დღე და თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ სიამაყით ვისაუბრო იმ ღვაწლის შესახებ, რომელიც თქვენ გაქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამ საზღვრის დაცვას ჩვენი წინაპრები ათასწლეულების განმავლობაში ეწირებოდნენ, ამ საზღვრის დაცვას ეწირებოდა ჩვენი თაობაც. საზღვარი ის წმიდათა წმიდა ადგილია, რომლის გადმომლახველიც არ უნდა იყოს დანდობილი, თუმცა ამის შესაძლებლობა მას არც აქვს. საქართველოს მოსახლეობის სახელით მინდა მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისათვის და გავიხსენო ყველა ის ადამიანი, რომლებსაც უღვაწიათ, რომლებსაც ჯანმრთელობა, სიცოცხლე შეუწირიათ ამ მიზნისათვის. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გითხრათ სამსახურისათვის, იმისთვის, რასაც აკეთებთ და მომავალშიც გააკეთებთ. და მსურს თქვენთან ერთად კიდევ მრავალჯერ ვიზეიმო ასეთი მშვიდობიანი დღეები, როდესაც ჩვენი სახელმწიფოს სიმშვიდე დაცულია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა დღესვე სასაზღვრო გამშვები პუნქტი შენობა, სპეცტექნიკა დაათვალიერა, გაეცნო ელექტრონული მონიტორინგის სიტემას და მოინახულა მესაღვრეების საცხოვრებელი.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)