|
2016-11-21 14:59:16, 1981 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა ოდესელებისა და მთელი უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო
მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა ოდესელებისა და მთელი უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, მას უკვირს, თუ რატომ არ დაინიშნა გუბერნატორის პოსტზე ვინმე უკრაინელი პროფესიონალი. "ეს უბრალოდ იყო შეფურთხება, ოდესელებისა და მთელი უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა. მას აშშ-ში სამუშაო ვიზაც კი არ მისცეს. უნივერსიტეტებს მისი სამსახურში აყვანა არ უნდოდათ, ხოლო ოდესის გუბერნატორის მოვალეობის შესრულება მას შეუძლია. არ არსებობენ წესიერი, პროფესიონალი უკრაინელები, რომლებსაც ამ სამუშაოს შესრულება შეუძლიათ?”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ოლივერ სტოუნმა ფილმისთვის “უკრაინა ცეცხლში” ჩაწერა. ცნობისთვის, ფილმის პრემიერა 21 ნოემბრეს ტელეკომპანია “რენ ტვ”-ს ეთერში შედგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)