|
2016-11-21 10:06:34, 650 ნახვა
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ
პარლამენტის კომიტეტებში დღეს კომიტეტების დებულებას შეიმუშავებენ და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ. დღის წესრიგით 14 კომიტეტის სხდომაა გათვალისწინებული. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას პირველი მოადგილე - გელა სამხარაული, მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი, მოადგილე - გუგული მაღრაძე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი, მოადგილე - ენძელა მაჭავარიანი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას, პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე, მოადგილე - რევაზ არველაძე. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის პირველი მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას პირველი მოადგილე - ირინა ფრუიძე, მოადგილე - ბექა ნაცვლიშვილი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის პირველი მოადგილე - ირაკლი ბერაია, მოადგილე - კობა კობალაძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას პირველი მოადგილე - ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე - დავით მათიკაშვილი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია, მოადგილე - კობა ლურსმანაშვილი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის პირველი მოადგილე - გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე - შალვა კიკნაველიძე. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე, მოადგილე - ირაკლი ბერაია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე - ლევან კობერიძე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის პირველი მოადგილე - გედევან ფოფხაძე, მოადგილე - რატი იონათამიშვილი. სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის პირველი მოადგილე - შოთა ხაბარელი, მოადგილე - ბიძინა გეგიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)