|
2016-11-19 16:45:53, 1022 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე ქვეყანაში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საარჩევნო პროცესი, აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების" მიერ მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი დადებითი გზავნილი და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება ქვეყანაში რეფორმების გატარებისა და ეკონომიკური განვითარების გაგრძელებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიებში აშშ-ის აქტიური ჩართულობისა და არჩევნების მშვიდად ჩატარებაში გაწეული დახმარებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის საბჭოთა სისტემიდან დემოკრატიაზე წარმატებული ტრანსფორმაციის ყველაზე კარგი მაგალითი. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ამოცანების მიღწევა, კერძოდ, განათლებისა და საგადასახადო სისტემის რეფორმა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინკლუზიური მმართველობის კუთხით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესზე. ბრიჯიტ ბრინკის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს მხარდამჭერად. მისივე თქმით, შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)