|
2016-11-19 16:42:57, 940 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი გლობალურ საკითხებში აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის თანაშემწეს, ჯიმი კოლკერს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკალიანი, გლობალურ საკითხებში აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, ჯიმი კოლკერს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე, საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მნიშვნელობა, მათ შორის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში გაწეული და სამომავლო სამუშაოს კუთხით. ამერიკულმა მხარემ დასძინა, რომ მიუხედავად საქართველოსა და აშშ-ში ახლახან ჩატარებული არჩევნებისა, ორი ქვეყნის ახლადარჩეული ადმინისტრაციები კვლავ აქტიურად განაგრძობენ ქვეყნებს შორის არსებულ ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მხრივ. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ძალზე წარმატებული C-ჰეპატიტის პროგრამის მიმართულებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ასევე ამ მიმართულებით ჩართულობის მხრივ ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს და კერძოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული ძალისხმევა და აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის მიმართულებით გლობალური დღის წესრიგის რეალიზებაში. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს როგორც საქართველოს ლიდერობას და მიღწეულ შედეგებს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის კუთხით, ისე ქვეყნის აქტიურ ჩართულობას ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ამ მხრივ არსებულ სამეცნიერო პროგრამებში. მხარეები შეთანხმდნენ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი მიმართულებებით ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა გამოყენებულ იქნას ამ კუთხით არსებული უზარმაზარი პოტენციალი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)