|
2016-11-18 19:46:39, 894 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა კომიტეტების შემადგენლობა და ფრაქციათა წარმომადგენლობის პროპორციული კვოტები დაამტკიცა
პარლამენტმა კომიტეტების შემადგენლობა და ფრაქციათა წარმომადგენლობის პროპორციული კვოტები დაამტკიცა. პარლამენტის კომიტეტების ნაწილი 17 დეპუტატის შემადგენლობითაა წარმოდგენილი, ნაწილში კი, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 15-ს შეადგენს. 17 წევრიან კომიტეტებში ფრაქცია ”ქართული ოცნება” წარმოდგენილი იქნება 10 წევრით, ”ქართული ოცნება - მრეწველები”- ერთი წევრით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა”- სამი წევრით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის - ერთი წევრით, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტები”- ერთი წევრით. ხოლო პარლამენტის წევრი, რომელიც არაა გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ერთი წევრით. რაც შეეხება 15 წევრიან კომიტეტებს, აქ ფრაქცია ”ქართული ოცნება” წარმოდგენილი იქნება 9 წევრით, ”ქართული ოცნება-მრეწველები”- ერთი წევრით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა”- ორი წევრით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა- საქართველოს წინსვლისთვის”- ერთი წევრით, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტები”- ერთი წევრით. ასევე განსაზღვრულია ერთი ადგილი დამოუკიდებელი დეპუტატისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)