|
2016-11-18 18:16:23, 843 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: გასული 4 წელი სრულიად ფუჭად იყო დაკარგული ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში
ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა დღეს სიღატაკეში ცხოვრობს, რადგან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ გადმოგილოცეთ, ფარატინა ქაღალდად დარჩა, - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა "ქართულ ოცნებას". როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, განვლილი 4 წელი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ფუჭად დაკარგული იყო. "სამწუხაროდ ის, რაც მოხდა ოცნების მმართველობის პერიოდში, არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ახალი ხელისუფლება წარმატებული აღმოჩნდება. ჩვენ ვნახეთ რომ გასული 4 წელი სრულიად ფუჭად იყო დაკარგული ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. საზოგოადება დღესაც ელოდება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას, რომელსაც ჩვენ დღემდე ვერ მივაღწიეთ, სწორედ თქვენს მიერ დაკარგული დროის გამო. ფაქტობრივად შეუძლებლად იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა. ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა დღეს სიღატაკეში ცხოვრობს, რადგან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ გადმოგილოცეთ, ფარატინა ქაღალდად დარჩა. დღეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია ის სუბიექტები, რომლებიც ღიად ლობირებენ ანდიტადასვლურ კურსს და აშკარად ამბობენ რომ ქვეყანა არ უნდა გაწევრიანდეს ნატო-ში. მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ მიმართულებით, ისევე როგორც სხვა მიმართულებებით, უმწავევს ოპონირება ს გაგიწევთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)