|
2015-03-21 14:49:36, 625 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ნოვრუზ ბაირამის მისალოცად ჩავიდა. გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა, ასევე მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტომასალა დაათვალიერა. ქვეყნის პირველი პირი საზეიმო კულტურულ ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველ პირს და პრემიერს ადგილობრივმა სტუდენტმა მადლობა გადაუხადა ქვემო ქართლის რეგიონში ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობისათვის და ამ მიმართულებით დახმარება სამომავლოთაც სთხოვა. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ საკითხში მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მოედანზე გამართული სპორტული სანახაობაც დაათვალიერეს, რის შემდეგაც საგანგებო ჩირაღდნებით სადღესასწაულო კოცონის დანთებაში მიიღეს მონაწილეობა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მარნეულში საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. „თქვენ ბევრს აკეთებთ, ბევრს შრომობთ, ხართ ძალიან ნიჭიერები და შრომისუნარიანები. იცოდეთ, რომ ამას ყველა ხედავს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი თქვენს კეთილდღეობას. დღეს არის ახლის დაწყების, ახალი ენერგიის, გაზაფხულის ზეიმის დღე. იცოდეთ, რომ არა მარტო დღეს, არამედ მთელი წლის განმავლობაშიც ჩვენ ვართ თქვენთან ერთად, რომ გემსახუროთ და ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი, უფრო გამართული, უფრო ბედნიერი საქართველო. მე თქვენთან ერთად ვიბრძვი ბედნიერი საქართველოსთვის. გილოცავთ ბაირამს", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)