|
2016-11-18 16:41:51, 872 ნახვა
პოლიტიკა
„უკრაინსკაია პრავდა“: უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, საქართველოს გადასცეს
უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესაძლებლობას განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც წყარო აცხადებს, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არ აქვს (უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ნებადართული არ არის, მაშინ როდესაც პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია), ამიტომაც, როგორც ვარიანტი, განიხილება მისი საქართველოში ექსტრადირება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. „უკრაინსკაია პრავდამ“ კომენტარისთვის სააკაშვილის პრესსამსახურს მიმართა. სააკაშვილის პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეტებენ, თუმცა აღნიშნეს, რომ მოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ. კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ჰქონდათ შეთანხმება, "არატავდასხმა" საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე. ამასთან, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, თუ უკრაინის მოქალაქემ ქვეყნის გარეთ კანონდარღვევა ჩაიდინა, ხელისუფლებას უფლება არ აქვს მისი ექსტრადირება მოახდინოს,იმისთვის, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)