|
2016-11-18 14:19:39, 617 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: პრეზიდენტის დღევანდელმა ტონმა გამაოცა, არ ვთვლი, რომ ეს იყო თანამშრომლობის ტონი
პრეზიდენტის დღევანდელმა ტონმა ცოტა გამაოცა და არ ვთვლი, რომ ეს იყო თანამშრომლობის ტონი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილს სკოლის დირექტორის ტონი ჰქონდა. „დღეს დილით მქონდა განწყობა, რომ სკოლაში შევდიოდი. ეს განწყობა გაამძაფრა პრეზიდენტმა, რომელიც დირექტორივით გველაპარაკება და თითს გვიქნევს“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა. ზურაბისილის თქმით, საერთო ჯამში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა კარგი იყო. რაც შეეხება მედიის თავისუფლების საკითხს, დამოუკიდებელი დეპუტატი თვლის, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. „პრეზიდენტის გამოსვლა კარგი იყო. მან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა, რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, არა მგონია, ამ მხრივ პრობლემა იყოს. ეს ზოგადად მოძველებული საკითხია. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა საერთოდ არ ისაუბრა ემიგრანტებზე, რომლებიც მილიონზე მეტია და საზღვარგარეთ ცხოვრობენ“,- განაცხადა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)