|
2016-11-18 12:16:56, 920 ნახვა
პოლიტიკა
მე-9 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს
ამწუთებში მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. რეგლამენტის მიხედვით, მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომას „ქართული ოცნების“ სიით არჩეული, უხუცესი წევრი რევაზ არველაძე გაუძღვება. მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანო დღეს თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით აირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა მხოლოდ მმართველმა გუნდმა წარადგინა.ის პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძეა. მე-9 მოწვევის პარლამენტი სავარაუდოდ, უმრავლესობა-უმცირესობას დააკომპლექტებს. ახალ პარლამენტში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, ხოლო უმცირესობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. რაც შეეხება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ისინი პარლამენტში სავარაუდოდ ფრაქციას შექმნიან. ახლადრჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძველ მთავრობას, ახლის არჩევამდე, დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს. ამის შემდეგ პარლამენტში ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)