|
2016-11-17 12:44:44, 1000 ნახვა
სხვადასხვა
მედვედევი: მოდით ყავა „ამერიკანოს“ სახელი შევუცვალოთ და „რუსიანო“ დავარქვათ
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გამოდის ინიციატივით, რომ ყავა "ამერიკანოს", "რუსიანო" დაერქვას. აღნიშნულის შესახებ მედვედევმა, 16 ნოემბერს, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა. მედვედევი ბელარუს კოლეგებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათი ქმედებები საკმაოდ კონსტრუქტიული იყო, რასაც ბერალუსის პრემიერ-მინისტრი ანდრეი კობიაკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ამაში ყავა დაეხმარა. "კობიაკოვმა თქვა, მომეცით ერთი ამერიკანო, რაც საკმაოდ არაპოლიტკორექტულად ჟღერს. მოდით ამერიკანოს სახელი შევუცვალოთ", - განაცხადა მედვედევმა და ალტერნატიული სახელად "რუსიანო" შესთავაზა. ამასთან, 2014 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის რამდენიმე კაფეს მეპატრონემ დაწესებულებაში "ამერიკანოს" გაყიდვაზე უარი თქვა. კერძოდ, ერთ-ერთ კაფეში გაჩნდა შემდეგი შინაარსის წარწერა: "ყურადღება! შექმნილი არასტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ყავა სახელწოდებით "ამერიკანო". მოითხოვეთ ყავა "ყირიმული". რამდენიმე ყავის აპარატზე, ღილაკი წარწერით "ამერიკანო" ასევე შეცვლილია "რუსიანოთი". ცნობისთვის, ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში 2014 წლის მარტში შევიდნენ. უკრაინამ და მსოფლიოს უმეტესმა ნაწილმა რეფერენდუმის შედეგი უარყო. მაშინ როდესაც, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ შეერთების პროცედურა ყველა ნორმატიული აქტის დაცვით განხორციელდა.
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)