14:11 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 12:30:53, 2050 ნახვა

მსოფლიო
სასამართლომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს შინაპატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ ალექსეი ულიუკაევს ორთვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ულიუკაევს 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაში ბრალი 15 ნოემბერს წაუყენა. მინისტრის დაკითხვა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ამასთან, როგორც "რია-ნოვოსტი" წერს, სასამართლო სხოდმაზე ულიუკაევმა დანაშაული არ აღიარა, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების თქმით, მინისტრი ქრთამის აღების მომენტში დააკავეს, რასაც თვითმხილველები ადასტურებენ.

საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ულიუკაევმა 2016 წლის 14 ნოემბერს კომპანია "როსნეფტისგან" დადებითი შეფასების სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო, რამაც კომპანიას მისცა საშუალება  "ბაშნეფტის" აქციების სახელმწიფო პაკეტი შეეძინა. ულიუკაევს ფული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში გადასცეს. აქედან გამომდინარე, გამოძიებას არ აქვს პრეტენზიები კომპანია "როსნეფტის" ხელმძღვანელობასთან.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განკარგულებით, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოვალეობებს მისი მოადგილე ევგენი ელინა შეასრულებს.

როგორც კრემლის პრესსმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი ულიუკაევის წინააღმდეგ ოპერატიული საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყების შესახებ ინფორმირებული იყო.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს. სამართალდამცველების ინფორმაციით, საქმეში შესაძლოა კიდევ 7 ადამიანი ფიგურირებდეს, რადგან მსგავსი მასშტაბის საქმეს ერთი ადამიანი ვერ განახორციელებს.

ცნობისთვის, ალექსეი ულიუკაევი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობას 2013 წლის ივნისიდან იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics